ბურჯალიანი: სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობასთან დაკავშირებული პრობლემები წლის ბოლომდე გადაიჭრება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინათინ ბურჯალიანის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით, ფინანსური პრობლემები, წლის ბოლომდე გადაიჭრება.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო საათზე, ბურჯალიანმა განაცხადა, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება პირდაპირ კავშირში არ არის იუსტიციის სამინისტროსთან, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ბიურო მის დაქვემდებარებაშია.
ბურჯალიანის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის ზომებს ოღებს და შესაბამისი თანხები, წლის ბოლომდე იქნება გადახდილი.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ მათი მემკვიდრეები იმ თანხებს, რაც მათ ეკუთვნით, სრულად მიიღებენ.
Internet.ge