GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფიზიკური პირის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
15:33 31.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილდა ნუგზარ კუციას სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ,  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის ჩამოწერის თაობაზე.

კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები.

მხარეებს შორის დავის საგანს, მოსარჩელისათვის, როგორც ინდივიდუალური მეწარმისათვის  დარიცხული დამატებითი ღირებულების  გადასახადი წარმოადგენდა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2003 წლის საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციაზე არსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული ნუგზარ კუციას მიერ და ასევე, სადავო დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებზე განხორციელებული გადამხდელის ხელმოწერა  ვერ იქნა დადასტურებული, რომ შესრულებულია მოსარჩელის  მიერ.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და  მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო აქტები ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან არ დადასტურდა სადავო დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებზე  კონკრეტულად მოსარჩელის ხელმოწერა. 

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს1
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს2
სომეხი სნაიპერის მიერ დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა3
აშშ: ტერაქტები რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის ბრალია4
თანამემამულის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X