GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვენ
13:26 01.06.2012
დღის სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით დღეს, თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც ორგანიზაციების მხადაჭერას ითხოვენ.

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილება სამსახურის დატოვების თაობაზე, არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს.

„გვსურს საერთაშორისო და უფლებადმცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ უფლებადმცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ვითხოვთ. ასევე, კატეგორულად მოვითხოვთ სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რატომ გაატარა მან ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი რჩებიან საჯარო სივრცეში, თუმცა საჯარო სამსახურის გარეთ. ისინი სამინისტროს განათლების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიასაც სთავაზობენ, როგორც თანასწორის და არა როგორც დაქვემდებარებულის როლში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატარებლების მოძრაობა ორი საათით შეწყდება1
„ქართული ოცნება“ NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებს2
რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთში კლინიკა „მედ ალფას“ პერსონალს შეხვდა3
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კალაძის ანგარიშების დაყადაღებას აპროტესტებენ4
პოლიციელს უფლება ენიჭება მოქალაქის ბინა და ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X