დრეზდენის
უმაღლესი სამხარეო სასამართლოს წარმომადგენელთა
ვიზიტი საქართველოში, უზენაეს სასამართლოში გამართული ოფიციალური ღონისძიებით დასრულდა.
საზეიმო
მიღებაზე უზენაეს სასამართლოში ხელი მოეწერა ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის პარტნიორობის შესახებ განცხადებას.
ხელმოწერის
ცერემონიას
უზენაეს სასამართლოში საქსონიის მხარის იუსტიციისა და ევროპისათვის სახელმწიფო მინისტრი იურგენ მარტენსი, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა
და განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიბელი და დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ულრიხ ჰაგენლოხი დაესწრნენ.
გერმანელი
მოსამართლეებისა
და მინისტრების ვიზიტი ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაღრმავებასა და ურთიერთთანამშრომლობას
ისახავს მიზნად.
ვიზიტი
გერმანია-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების
20 წლისთავს
მიეძღვნა.
Internet.ge