GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
WiFi სისტემით თბილისის სრულად აღჭურვა 2012 წლის ბოლოს დასრულდება
11:24 04.06.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერია გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში, 2012  წლის ბოლომდე ქალაქის ყველა უბანი უფასო-უსადენო ინტერნეტით დაიფარება.

პროექტი მიზნად ისახავს კომუნიკაციის თავისუფლებას, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსში და მეტროში  იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით „Tbilisi Loves You“ და შევიდეს ქსელში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

ამჟამად უფასო-უსადენო ინტერნეტით სარგებლობა განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, აბანოთუბანში, თავისუფლების მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილშია შესაძლებელი.WiFi სისტემით თბილისის სრულად აღჭურვა 2012 წლის ბოლოს დასრულდება.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქმიანი, საგანმანათლებლო თუ გასართობი მიზნებისთვის ინტერნეტს აქტიურად იყენებს. სახელმწიფო პატრონაჟით მსგავსი სახის პროექტის განხორციელება უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით. ისეთ ქალაქებშიც კი, როგორიცაა:  პარიზი, ვენა, ამსტერდამი, რომი, პრაღა, იერუსალიმი და სტამბული უფასო ინტერნეტ-წვდომა მხოლოდ კომერციული ორგანიზაციების ტერიტორიებზეა შესაძლებელი. პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება ქალაქში უკვე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე ფართო მასშტაბს შეიძენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ სტუდენტებთან  შეხვედრისას ისაუბრა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
5 წლის პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, მისი მკურნალი ექიმი თავს შეუძლოდ გრძნობს1
ეკა ბესელია: ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ2
პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება3
ანქვაბი: თუ „ქართული ოცნება“ აფხაზეთის დაბრუნებაა, ეს ილუზორული ოცნებაა4
გიორგი თარგამაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X