რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი
კომიტეტის სხდომა დამთავრდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე მიღებულ
იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის ფედერაციის იურიდიულ კომიტეტს
ეთიკის კოდექსის შემუშავება დაევალა. ამ კოდექსის საფუძველზე პირველ ივლისს
საფეხბურთო ეთიკის კომიტეტი უნდა შეიქმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ გააკეთა.
„რადგან მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი
გამოითქვა, აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ეთიკის კომიტეტი,
რომელიც უკვე სამომავლოდ ასეთ საეჭვო საკითხებს განიხილავს და გადაწყვეტს. ასეთი
პრეცედენტი უკვე არსებობს ფიფაში. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ“-განაცხადა
სიჭინავამ.
აღმასკომის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ რამდენიმე დღეში შეიქმნება
საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა, რომელიც უკვე მომავალი საფეხბურთო
სეზონიდან შიდა ჩემპიონატის ჩატარებას უზრუნველყოფს.
internet.ge