პირობით
მსჯავრდებულთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგი გამართა.
მინისტრის
განცხადებით,
კანონი ადგენს ახალი სახის შეღავათს იმ პრობაციონერებისთვის,
რომელთაც სურთ გარკვეული, ხანმოკლე პერიოდი (არაუმეტეს 3 თვისა) პრობაციის სხვა ბიუროში გაიარონ რეგისტრაცია.
აღნიშნული
უფლების მოსაპოვებლად პირს შეუძლია ერთი დღით ადრე, საქმისმწარმოებელ ბიუროში დაწეროს განცხადება.
აღნიშნული
ნებართვის
საფუძველზე
პირობით მსჯავრდებული გამოცხადდება პრობაციის იმ ოფისში,
რომელიც მითითებული იქნება მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში.
საკანონმდებლო
სიახლის დეტალები სამინისტროსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე იქნება ხელმისაწვდომი.
internet.ge