ხათუნა კალმახელიძის უწყება მიმდინარე წლის
9 მაისს გარდაცვლილი პატიმრის უფლებადამცველის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს,
რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
ღრმა
მწუხარებას
გამოხატავს
მსჯავრდებულ
ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით,
რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 9 მაისს გარდაიცვალა.
მსჯავრდებულის
უფლებების
დამცველის
მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მან დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვალებიდან
20 დღის შემდეგ მოიკითხა და არ
იყო საქმის კურსში არც მისი ადგილსამყოფელის
და არც მისი მკურნალობის შესახებ. როგორც ჩანს, არც ოჯახს ჩაუთვლია საჭიროდ მისი ინფორმირება.
ადვოკატი
ცალსახად არღვევს ეთიკის ნორმებს როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად ავრცელებს არაერთგვაროვან ინფორმაციას, რომელიც, ცხადია, მიზანმიმართულად
გათვლილია
საზოგადოების
შეცდომაში
შეყვანაზე,
რაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ბოლო პერიოდში გამოკვეთილ სამწუხარო ტენდენციას მსჯავრდებულთა გარდაცვალების ფაქტებით სპეკულირების თობაზე.
სამინისტრომ,
თავის მხრივ, პატიმრის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით
ინფორმაცია
მიაწოდა ოჯახს, დაიწყო გამოძიება და დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
სამინისტრო
კონფიდენციალურობის
პრინციპიდან
გამომდინარე
არ ახმოვანებს მსჯავრდებულის დიაგნოზის და მისი მკურნალობის პროცესის შესახებ ინფორმაციას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულს უტარდებოდა ავადმყოფობის სრულიად ადეკვატური მკურნალობის კურსი.
სამინისტრო
კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით საზოგადოებას, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სუბიექტები ცდილობენ მსჯავრდებულთა მდგომარეობით სპეკულირებას - არ აყვნენ მცდარ ინფორმაციას.
სამინისტრო
კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყოველთვის მზადაა საზოგადოებას მიაწოდოს ყოველგვარი საჯარო ინფორმაცია და ყველა საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ნებისმიერ კონსტრუქციულ მხარესთან“.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა პატიმრის გარდაცვალებაზე
პასუხისმგებლობა ხათუნა კალმახელიძეს დააკისრა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.
internet.ge