ვალერი გელბახიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველო" დააფუძნა. როგორც „ინტერენეტ.ჯი“-სთან საუბრისას გელბახიანმა განაცხადა,
ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრთანაც ითანამშრომლებს.
გელბახიანის განცხადებით, ყველა დეტალური
ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდესაც ორგანიზაციის პრეზენტაცია
გაიმართება.
„სტატუსით ეს
ორგანიზაცია იქნება არასამთავრობო. ჩვენ ვგეგმავთ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობასაც
და მათ კონკრეტულ პროგრამებს შევთავაზებთ, ისეთ სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ეს თანამშრომლობა
პარტიებთან კი, ხელშეკრულების დონეზე მოხდება. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ყველა ოპოზიციურ
პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობაზე, ვისაც ამის სურვილი ექნება“,- განაცხადა
გელბახიანმა.
Internet.ge