ახლადგახსნილი პრომეთეს მღვიმეს დასათვალიერებლად ტურისტები მსოფლიოს
32 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ამის შესახებ
განცხადება გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა
ხაჩიძემ გააკეთა.
მის მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში პრომეთეს
მღვმე 500-მა უცხოელმა ტურისტმა დაათვალიერა. ყველაზე მეტი
დამთვალიერებელი ისრაელიდან (72), თურქეთიდან (71), პოლონეთიდან (51) და რუსეთიდან
(34) ჩამოვიდა.
„შარშან 150 000 ვიზიტორი გვყავდა. წელს მინიმუმ 200 000 ტურისტს
ველოდებით, რადგან განახლებული პრომეთეს მღვიმე ძალიან კარგი გამოვიდა,“ -
განაცხადა ხაჩიძემ.
Internet.ge