ათასობით
შხამიანი ობობა დაესხა თავს ინდოეთის ქალაქ სადიას. როგორც ადგილობრივი გაზეთები
იუწყებიან, ობობებმა მოულოდნელად დაფარეს ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც იმ
მომენტში ნაციონალურ დღესასწაულს ზეიმობდნენ.
შხამიანი
ობობები იკბინებოდნენ, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაზიანდა, ორი კი
გარდაიცვალა. ქალაქში პანიკა დაიწყო.
პრობლემა
შეექმნათ საავადმყოფოებსაც: ბიოლოგებმა ვერ დაადგინეს, ობობების
სახეობა, რის
გამოც, ვერ გაარკვიეს,
რომელიც ანტიდოტი უნდა გამოეყენებინათ. სპეციალისტებმა ვერც ის ახსნეს, თუ როგორც
მოხდა, ობობების გუნდური თავდასხმა ქალაქზე.
ბიოლოგები
მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ობობები ძალიან გვანან ობობა-ჩიტიჭამიებს, თუმცა
მათი აგრესიულობა ჩვეულებრივზე ბევრად მომატებულია: ისინი თავს ესხმიან ნებისმიერ მოძრავ ობიექტს.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ობობები კბენის შემდეგ კი არ გარბოდნენ, არამედ სულ
უფრო ეკვროდნენ სხეულს.
ამ ეტაპზე სპეციალისტები ამბობენ, რომ რა სახეობასაც უნდა
წარმოადგენდნენ ობობები, ისინი ამ მიდამოებში გარედან მოსულები არიან, რადგან
მსგავსი სიტუაცია სადიას მანამდე არ ახსოვს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ობობების
აგრესიულობა, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ ისინი ადამიანების გარემოში
ყოფნას მიჩვეულნი არ არიან.
ხელისუფლება იმდენად არის შეშფოთებული მომხდარით, რომ მოსახლეობას
მოუწოდებენ სახლებში გამოიკეტონ და გარეთ, განსაკუთრებით ღამით, არ გავიდნენ. ქუჩებს
კი სავარაუდოდ, სპეციალური ხსნარებით დაამუშავებენ. როგორც გაზეთი The Times of
India წერს, ობობები, პირველი შეტევის შემდეგ სადღაც გაუჩინარდნენ.
Internet.ge