გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარემ გიორგი შონვაძემ და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
"ეს თანხა მოხმარდება დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ამ თანხებიდან მიღებულ სიკეთეს ვიგრძნობთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაღაც შეხება გვაქვს დაცულ ტერიტორიებთან, ეს იქნება ტურისტი თუ ადმინისტრაცია,"
- განაცხადა
გოგა ხაჩიძემ.
"ის რეგიონები, სადაც ჩვენი საქმიანობა ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ სხვადასხვა პროექტები გვაქვს რომელზეც მომავალი ორი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ. ეს ეხება პარკებს და დაცულ ტერიტორიებს. პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ბიზნესის განვითარებას,"
- აღნიშნა
მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა
მაიკლ მაიერმა.
ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება პროექტი, რომელიც მოიცავს დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ლაგოდეხის, ვაშლოვანის, მტირალას და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნებაზე
დაფუძნებული
ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას და ფუნქციონირებას,
საკონსერვაციო
ტერიტორიისა
და სამიზნე ჯგუფებისათვის ტურისტულ პროდუქტებზე მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას.
პროექტის ბიუჯეტი 500 ათასამდე ევროს შეადგენს, რომელიც გერმანიის გარემოს დაცვის (BMU), ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროების მიერ ფინანსდება.
Internet.ge