მთავარი
პროკურატურა
საქართველოში
არსებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს დანაშაულის პრევენციის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას სთავაზობს.
კონკურსი
მთავარ პროკურატურაში დღეს გამოცხადდა. პრეზენტაციას თბილისის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის (ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის) სტუდენტებს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად.
პირველ ეტაპზე მოხდება იდეების წინასწარი შერჩევა, საინტერესო და აქტუალური ღონისძიების გამოვლენა.
გამარჯვებული
წინადადებების
ავტორებმა
დასრულებული
პროექტები
უნდა წარმოადგინონ. მასში მკაფიოდ უნდა ჩანდეს პრევენციული ღონისძიების მიზანი, მისი მიღწევის საშუალებები და განხორციელების ვადები, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
გამარჯვებული
პროექტის ავტორები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას საქართველოს პროკურატურაში, ექნებათ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში.
კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება
სტუდენტებს ელექტრონულ მისამართზე [email protected] შეუძლიათ.
Internet.ge