საქართველოს პრეზიდენტმა ხელი
მოაწერა ბრძანებულებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, ცენტრზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, ასევე ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
Internet.ge