იუსტიციის
სასწავლო ცენტრში, არასრულწლოვანთა
დანაშაულის
საკითხებზე
ტრეინინგი
მიმდინარეობს.
სწავლებას
ლიტვის ზოგადი პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტები მარიუს ულოზასი და ნერიუს მიგინისი უძღვებიან.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პრობლემური და კანონთან
კონფლიქტში
მყოფი მოზარდების ქცევითი თავისებურებები და მათი ემოციური პრობლემების იდენტიფიკაციის საშუალებები, ანტისოციალური ქცევის არასრულწლოვნებთან
ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მეთოდები, მათთვის საჭირო სერვისების განსაზღვრა, შეთავაზება და სხვ.
ტრეინინგის
მიზანი იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტების მენეჯერებისთვის
არასრულწლოვანთა
დანაშაულის
საკითხებზე
უცხოური გამოცდილების გაზიარებაა, რათა უკვე მოქმედი პროგრამები მომავალში უფრო ეფექტურად წარიმართოს.
ტრეინინგი იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებისთვის
არის გათვალიწინებული, რომლებიც არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ პროექტებში მონაწილეობენ.
იუსტიციის
სამინისტრო
არაერთ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის: ლიდერთა სახლი, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პროექტი, არასრულწლოვანთა
განრიდებისა
და მედიაციის პროგრამა, არჩევანი შენზეა, წიგნის კლუბი და სხვ. ყველა ამ პროექტის კოორდინატორი სპეციალურ სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადის.
internet.ge