მომავალი წლიდან თბილისში კიდევ ერთი საჰაერო ტრანსპორტი იმოძრავებს.
დედაქალაქის ყველაზე გრძელი საბაგირო 21 თანამედროვე გონდოლით იქნება აღჭურვილი და
ვარდების მოედანს ფუნიკულიორთან ხუთ წუთში დააკავშირებს.
საბაგიროს მშენებლობა 2013 წლისთვის დასრულდება.
თბილისში უკვე იმყოფებიან ავსტრიელი სპეციალისტები, რომლებმაც
თანამედროვე საბაგირო უნდა დაამონტაჟონ.
კომპანია „დეპოლმაიერის“ მენეჯერი ვალერი იაშინი აცხადებს, რომ ერთ
საათში თანამედროვე ტიპის საბაგირო 2 000-მდე ადამიანს მოემსახურება.
ცნობილია, რომ საჰაერო
ტრანსპორტით მგზავრობა მეტრომანის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ
ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ადაპტაციისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„სიახლე მისაღები იქნება ნებისმიერი სტუმრისთვის და ქალაქის
მოსახლეობისთვის“- აცხადებს ჯოხაძე.
ცნობისთვის, აღნიშნული საბაგირო დედაქალაქისთვის რიგით მეორეა.
რიყის პარიკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა
უკვე დასრულდა.
internet.ge