საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა, დღეს, ხელოვნების დამსახურებულ
მოღვაწეებს შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები გადასცა.
პრეზიდენტმა, რამდენიმე ადამიანი ქუთაისის
მთავრობის სახლში, კულტურის სფეროში შეტანილი
წვლილისთვის დააჯილდოვა.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
ხელოვნების დარგის წარმომადგენლებს, კინორეჟისორებს: ალექსანდრე რეხვიაშვილსა და მიხეილ
კობახიძეს, მუსიკოსებს: თენგიზ ამირეჯიბს, მანანა დოიჯაშვილს, ხატია ბუნიათიშვილს, ნიკოლოზ რაჭველს
და მწერალ ვახტანგ
ჯავახაძეს გადაეცათ.
საქართველოს ეროვნული პრემიებით კი ცალკეული ავტორები
დაჯილდოვდნენ.
internet.ge