ევროპის
საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა,
მამუკა ჟღენტმა დღეს, გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის კონვენციის დამტკიცების სიგელი გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, აღნიშნული
კონვენცია
საქართველოსთან
მიმართებაში
ძალაში შევა 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან. შედეგად, საქართველო გახდება კონვენციის 34-ე წევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოს სხვა წევრ ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.
კიბერდანაშაულის
შესახებ კონვენცია ხელმოსაწერად 2001 წლის 23 ნოემბერს, ქალაქ
ბუდაპეშტში გაიხსნა, ხოლო ძალაში 2004 წლის პირველ ივლისს შევიდა.
„ეს
არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ინტერნეტისა და სხვა კომპიუტერული ქსელების საშუალებით ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, რომელიც საავტორო უფლებების დარღვევაზე ყურადღებას განსაკუთრებულად ამახვილებს. კომპიუტერთან დაკავშირებულ თაღლითობაზე, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ქსელის უსაფრთხოების დარღვევებზე. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ კონვენციას, რომელიც, შესაბამისი კანონმდებლობის მიღებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების გზით, წარმოადგენს კიბერდანაშაულისგან
საზოგადოების
დასაცავად
ერთიანი ანტიკრიმინალური
პოლიტიკის
გატარების
საშუალებას”,- ნათქვამია საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge