19 ადამიანი დააკავეს დღეს საფრანგეთში
ისლამისტ ექსტრემისტ ეჭვმიტანილებზე განხორციელებული რეიდების შედეგად, - იუწყება „სიენენ“-ი.
რეიდები გარდაცვლილ მუჰამედ მერას
ისტორიას მოჰყვა, რომელმაც 2 თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
მოკლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის
განცხადებით, რეიდები ტულუზაში, მარსელში, ნანტში, ლიონიში და პარიზის შემოგარენ
რამდენიმე რეგიონში განხორციელდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუცხადებიათ, რომ დაკავების შემთხვევები
პირდაპირ უკავშირდება მერას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ
ტელევიზიას განუცხადა, რომ დაკავების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა და საგარეო
საქმეთა მინისტრების მიერ იქნა მიღებული „ზოგიერთი ადამიანის საფრანგეთში შესვლის
აღმოსაფხვრელად; მათი - ვინც არ იზიარებს ქვეყნის ღირებულებებს.“
„ეს არ უკავშირდება მხოლოდ ტულუზას, ეს
მთელ ქვეყანას ეხება, ჩვენი ქმედებები უკავშირდება რადიკალურ ისლამს და ისინი თანხვედრაშია
კანონთან“, - განაცხადა მან.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის ტრამვული
შემთხვევები, რომელიც მონტობანსა და ტულუზაში მოხდა, ღრმა ტრაგედიაა ჩვენი
ქვეყნისათვის. მე არ მინდა ამ მძიმე შემთხვევების შედარება გავაკეთო, მაგრამ ეს
ტკივილი ამერიკასა და ნიუ-იორკში 9/11-ის
შემდეგ დარჩენილ ტრამვას ჰგავს.“
დაპატიმრებულთა ნივთებში სხვადასხვა
სახის იარაღი, მათ შორის კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი, იქნა ნაპოვნი.
სარკოზის განცხადებით, მისი და ქვეყნის
წარმომადგენლების მოვალეობაა შექმნან უსაფრთხო გარემო ყველა მოქალაქისათვის,
ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ მსგავსი ზომები მიეღოთ. პრეზიდენტის თქმით, ისინი
გააგრძელებენ ოპერაციებს საფრანგეთის იმ ადამიანებისაგან გასასუფთავებლად,
რომლებსაც ქვეყანაში არაფერი ესაქმებათ.
Internet.ge