კომუნიკაციების
მარეგულირებელი კომისია "სტერეო +"-სს
"მე-9 არხის" სიხშირის გათიშვისთვის ვადას 14:00 საათამდე აძლევს.
გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, "სტერეო +"-ის სიგნალი "ალფა კომის" მიერ მთლიანად გაითიშება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ 5
საათიანი მსჯელობის შემდეგ, გუშინ მიიღო.
კომისიაში აცახდებენ, რომ "სტერეო +"-ს რადიოსიგნალის მაუწყებლობის ლიცენზია აქვს და "მე-9 არხს" საეთერო მაუწყებლობით ემსახურებოდა, რაც კანონდარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზია F13, რომელსაც "სტერეო +" ფლობდა, ითვალისწინებს მხოლოდ რადიოხაზით მომსახურებას.
გუშინვე, მარეგულირეებელმა კომისიამ "სტერეო +" "მე-9 არხისთვის"
საეთერო სიხშირის გავრცელების გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმა .
აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომისიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის შესაბამისი ნორმით ხსნიან და აცხადებენ, რომ „სტერეო+“-ის დირექტორს
ჯარიმა იმ მოტივით დაეკისრა, რომ "სტერეო +"-მა "მე-9 არხისთვის" საეთერო მაუწყებლობა მინიჭებული სიხშირული ზონის გადაჭარბებით განახორციელა.
„ინტერნეტ.ჯი“ „სტერეო+“-ის დირექტორს დაუკავშირდა. როგორც დავით
ზილფიმიანი სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, ჯარიმის გადახდას არ აპირებს და
გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
Internet.ge