GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბექაური: “სტერეო+”-ს “მეცხრე არხის” საეთერო სიხშირის გავრცელების კანონიერი უფლება აქვს
12:42 07.06.2012
დღის სიახლეები

„მე-9 არხის" გენერალური დირექტორი კახა ბექაური ირწმუნება, რომ “სტერეო+”-ს “მე-9 არხის” საეთერო სიხშირის გავრცელების კანონიერი უფლება აქვს.

როგორც ბექაურმა ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადა, „მე 9 არხის" მიერ „სტერეო +“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით მოხდა.

„ლიცენზიის თანახმად, სიხშირული სიგნალის გამოყენებას „მე-9 არხი“ კანონის ჩარჩოთი გათვალისწინებული ნორმით ახორციელებდა. ეს გუშინ გამართულ სხდომაზეც არავის დაუმალავს. მათმა ტექნიკურმა პერსონალმა და იურისტებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება კანონიერადაა გაფორმებული, რომ „სტერეო +“-ს შეეძლო მსგავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან ტელევიზია ლიცენზიის მაუწყებლობის მქონე არხია“,- განაცხადა ბექაურმა.

 მისი თქმით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების უხეში შეზღუდვაა.

„ჩვენ მსგავსი ფაქტები 2003 წლიდან გვახსოვს. ფედერალურ მაუწყებლებს მფლობელები გამოეცვალნენ, დანარჩენი ტელევიზიები დაიხურა“,- განაცხადა ბექაურმა.

არხის გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ „მე-9 არხს“ შვიდჯერ დაუწვეს ტექნიკა.

„მიუხედავად იმისა რომ გაგვაჩნია საკაბელო მაუწყებლობის უფლება არცერთმა საკაბელომ თავის პაკეტში არ ჩაგვსვა, გარდა „გლობალ TV“-ისა. ამასთან, აშინებდნენ მოსახლეობას თეფშების მიღებაზე უარი ეთქვათ“,- განაცხადა ბექაურმა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ მიიღეს "მე-9 არხისთვის" საეთერო სიხშირის გათიშვა  დღეს, 14.00 საათამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სტერეო +"-ის სიგნალი "ალფა კომის" მიერ მთლიანად გაითიშება.

კომისიაში აცხადებენ, რომ  "სტერეო +"-ს რადიოსიგნალის მაუწყებლობის ლიცენზია აქვს და "მე-9 არხს" საეთერო მაუწყებლობით ემსახურებოდა, რაც კანონდარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზია F13, რომელსაც "სტერეო +" ფლობდა, ითვალისწინებს მხოლოდ რადიოხაზით მომსახურებას.

 

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს1
რუსეთი ვერ შეაშინებს საქართველოსა და აზერბაიჯანს2
ბილიჩი: “ხორვატიას ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია”3
პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს 9 მაისი მიულოცა4
პარლამენტის შენობის შესამოწმებლად “ქართული ოცნების“ წევრები ჩავლენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X