კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია "სტერეო +"-ის დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს
"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "სტერეო +"-ის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ინტერნეტ.ჯი”
უცვლელად გთავზობთ:
"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიააში გამართულ სხდომაზე შპს "სტერეო+"–ს გაფრთხილება
მიეცა და ასევე, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
2012 წლის 4 ივნისს მასობრივი ინფორმაციების საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიტყო, რომ შპს
"მეცხრე
არხმა"
მაუწყებლობა
ქ. თბილისში მეტრულ სიხშირეზე დაიწყო და დედაქალაქის მოსახლეობამ სატელევიზიო ანტენის საშუალებით არხის მიღება შეძლო. კომისიამ საკითხის შესასწავლად მონიტორინგი ჩაატარა.
მონიტორინგის
შედეგად დადგინდა, რომ შპს "სტერეო+" თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის,
"მეცხრე
არხის"
სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა ე.წ "ღია ლინკის" საშუალებით, ღია ეთერში.
"სტერეო+" ამ მომსახურებას
NF13 რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა. საგულისხმოა, რომ NF13 ლიცენზიით გაცემული სიხშირული ზოლი "რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით" გათვალისწინებულია
მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის.
ამ
რადიოსიხშირული
სპექტრის გამოყენებით მოსახლეობამდე სამაუწყებლო სიგნალის ე.წ. "ღია ლინკით" საჯარო გავრცელება წინააღმდეგობაში
მოდის
NF13 რადიოსიხშირული
სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან, რასაც "სტერეო +" ახორციელებდა.
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად აღნიშნული დარღვევისთვის პირველადი სანქცია წერილობითი გაფრთხილებაა.
მონიტორინგის
შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს "სტერეო+" შესაბამისი სავალდებულო ავტორიზაციის გარეშე ახორციელებდა საქმიანობას და გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს კომისიის მიერ შესაბამისი მინიჭების ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე იყენებდა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის
1441 მუხლის
დარღვევაა
და 5 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს "სტერეო+" კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია
მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის
და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის.
ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული
პროცედურა
სიხშირული
სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო წესი.
ასევე,
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიას შპს "სტერეო+"–ისთვის არ აუკრძალავს NF13
ლიცენზიის
გამოყენება.
კომპანიას
დაევალა საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში მოქცევა",
- ნთქვამია განცხადებაში.
Internet.ge