შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსტრმა ზურაბ
ჭიაბერაშვილმა ქ. ბათუმში შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის" ქვესადგური გახსნა.
მინისტრი იქ დასაქმებულ პერსონალს შეხვდა და ცენტრის მუშაობას დეტალურად გაეცნო.
ახლადგანხსნილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ქვესადგური
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი რეანომობილით აღიჭურვა. მანქანები დაკომპლექტებულია
მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების
საშულებას იძლევა. ორივე მანქანა აღჭურვილია GPS სანავიგაციო სისტემით, რაც შესაძლებელს
ხდის რეანომობილების გადაადგილებისა და მდებარეობის კონტროლს.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, რეფერალური დახმარების
ცენტრის ბათუმის ქვესადგური მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა. ცენტრში 4 ექიმი-რეანიმატოლოგი,
1 ექთანი და მძღოლი მუშაობს, რომლებიც პაციენტებს ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში მოემსახურებიან.
ქვესადგურის მუშაობას კოორდინაციას გაუწევეს რეფერალური დახმარების ცენტრის თბილისის
ოფისი.
შპს "რეფერალური დახმარების ცენტრი" გადაუდებელი
დახმარების ორგანიზაციაა, რომელსაც პაციენტთა პრეჰოსპიტალური მართვის 10 წლიანი გამოცდილება
აქვს. ცენტრის ფუნქციაში შედის საქართველოს მასშტაბით მძიმე სამედიცინო შემთხვევების
მართვა და ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა ტრანსპორტირება.
internet.ge