დიდი
ბრიტანეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლგბტ მოქალაქეებს აფრთხილებს და უკრაინაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე
გამგზავრებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწდებს.
“მიუხედავად
იმისა, რომ უკრაინაში, ჰომოსექსუალური კონტაქტი ორ სრულწლოვან ადამიანს შორის, არ არის დანაშაული, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ნემისმიერი ჰომოსექსუალური ქცევა/გამომხატველი ჟესტი, გამოიწვევს აგრესიას და დაძაბულ სიტუაციას,” – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტი,
რომ უკრაინის კანონმდებლობაში არ არის ისეთი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სიძულვლით მოტივირებულ დანაშაულს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ლგბტ მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასა და თანაარსებობას, რადგანაც უკრაინის საზოგადოება ჰომოსექსუალთა მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.
საგარეო
საქმეთა უწყება ასევე ეხმიანება რამდენიმე კვირის წინ ჩაშლილ ლგბტ მსვლელობას, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის ფარგლებში იყო დაგეგმილი. ის აკრიტიკებს სამართალდამცავ უწყებას და მიუთითებს ევროკავშირისა და საერთაშორისო დეკლარაციების იმ პუნქტებზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე საუბრობს.
internet.ge