GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტურისტულ სეზონზე ქობულეთს განახლებული პარკი ექნება
17:06 07.06.2012
დღის სიახლეები

ტურისტულ სეზონზე ქობულეთს განახლებული პარკი ექნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა ცხომელიძე დღეს, ქობულეთის პარკის სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნენ.

პარკში ერთდროულად 6 ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიწყო შადრევნების რეაბილიტაცია, შენდება მხატვრის სახლი და ამფითეატრი, მოეწყობა აუზი თევზებისთვის და ჩოგბურთის მოედანი, განახლდება გედების ტბა. ასევე მოეწყობა სასეირნო ბილიკები, ატრაქციონები და სხვა გასართობი საშუალებები, დამონტაჟდება განათების სისტემაც.

ლევან ვარშალომიძემ ასევე დაათვალიერა ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში სასტუმრო „ჯორჯიან პალასიდან“ სასტუმრო „კოლხეთამდე“ 1 კმ-ზე გამაგრდება ჯებირები, სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია.

„სანაპირო ზოლის ეს მონაკვეთი ყველაზე რთული და დაზიანებული იყო. მის აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პარალელურად მიმდინარეობს პარკის აღდგენა, რომელიც მალე გართობის ცენტრად გადაიქცევა. თუმცა, უმთავრესი ქობულეთელისთვის წყლის პრობლემის მოგვარებაა. მალე დაიწყება წყლისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ეს მასშტაბური პროექტები ტურისტულ ქალაქს ვიზიტორებისთვის სასურველს გახდის,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 3 მლნ. 993 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო პარკის სარეაბილიტაციო ბიუჯეტიდან 1 მლნ. 350 ათასი ლარი დაიხარჯება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სპეცოპერაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე (VIDEO)1
დაღესტანში ადასტურებენ, რომ საქართველოში ბრძოლა იმარატის მოჯაჰედებთან მიმდინარეობს2
ლაფანყურის სპეცოპერაციისას მსოფლიოს ჩემპიონი არჩილ ჩოხელი გარდაიცვალა3
რუსები დაღესტნელებს ეუბნებიან, რომ მობილიზაცია მათი "საქართველოსგან დაცვის" მიზნით ხდება4
ამერიკელმა სამხედროებმა ზებგერითი საფრენი აპარატი გამოსცადეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X