სკოლებში,
პირველკლასელთა
ჩასარიცხად
დოკუმენტების
მიღება 18
ივნისიდან
იწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება.
ამასთან
დაკავშირებით,
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
სამინისტროს
ინფორმაციით,
აღნიშნულ ვადებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
არ ან ვერ წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია ავტომატურად ბათილია.
„იმ
პირველკლასელთა
მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს,
ვინც 2012
წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს
ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა, რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე“,- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge