სასამართლოს
გამამტყუნებელი
განაჩენის
შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს 12 639 000 ლარის ხუთმაგი ოდენობა დაეკისრება.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს
საქალაქო სასამართლოში მყოფმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, რომელიც პროცესზე
ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს.
ამასთან, როგორც თადუმაძე აცხადებს, მოსამართლე კობა გოცირიძე
თავის გადაწყვეტილებებში სუბიექტურია.
მისი თქმით, პროცესზე დააყენეს რიგი შუამდგომლობები, რომელიც საქმის გადადების, საქმის შეჩერების და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემას გულისხმობდა, თუმცა არც ერთი შუამდგომლობა არ
დაკმაყოფილდა.
ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლის აცილებას
ითხოვენ.
ცნობისთვის, საქართველოს კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი
სამართალდამრღვევად სცნო და აღნიშნული საქმე სასამართლოში გადააგზავნა.
„საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად
განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი
ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით
ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების
დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით“,- აცხადებენ
მონიტორინგის სამსახურში.
internet.ge