„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის უცხოელი მოხალისე
მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2011-2012 სასწავლო წელი,
სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები საქართველოს პრემიერ
მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა გადასცეს.
მოხალისე მასწავლებლები საქართველოში
სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან და ადგილობრივ მასწავლებლებთან
ერთად საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლიან.
პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან
ერთად“ 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და
მასში ათასობით უცხოელმა მოხალისე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიურ მხარესთან
ერთად პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი კულტურული ასპექტი. უცხოელი
მოხალისე მასწავლებლები მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ, ქართულ ტრადიციებს ეცნობიან
და ითვისებენ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი საქართველოს კეთილი
ნების ელჩები ხდებიან. პროექტი მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს და
მომავალშიც გაგრძელდება.
internet.ge