ძველი
თბილისის რაიონულმა პროკურატურამ კოჯრის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
სახლის
აღსაზრდელებს
გასართობ ცენტრში უმასპინძლა. „კაკადუში" ლუკა ხუდოიანის დაბადების დღე აღნიშნეს. მას 10 წელი შეუსრულდა.
მეგობრის
დაბადების
დღეს, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, კოჯრის ბავშვთა სახლის 20 აღსაზრდელი დაესწრო. სამინისტროს წარმომადგენლებმა იუბილარს საჩუქრად ველოსიპედი გადასცეს.
„საზოგადოებრივი
პროკურატურა"
საქართველოში
2006 წლიდან
ხორციელდება
და მისი მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა
და გამჭვირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემის გათვალისწინება,
სამართალდამცავი
ორგანოების
მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
internet.ge