GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა წარმატებით დასრულდა
16:03 08.06.2012
დღის სიახლეები

განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა.

პროგრამა Chemonics International, Inc.-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განახორციელა.

დღეს, “ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განათლების დარგის წარმომადგენლები პროგრამის მიღწევებსა და მიღებულ გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენციის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე  იოაკიმ პარკერი და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში Chemonics–ის უფროსი, ვიცე–პრეზიდენტი ემეტ მორი მონაწილეობდნენ.

განათლების მართვის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: სკოლის ფინანსური მართვის და სკოლის ეფექტური ლიდერობის საკითხებში საქართველოს ყველა სკოლის დირექტორი გადამზადდა;

გაიზარდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების ფინანსური რესურსების მართვაში გაწეული ხელშეწყობა; შემუშავდა სკოლის დაფინანსების სქემა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ყველა მოსწავლის, მათ შორის, მაღალმთიანი რაიონების და მრავალეთნიკური სკოლების მოსწავლეთა განათლების თანაბარ დაფინანსებას.

ასევე, პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ძირითადი მოდულები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც სამინისტროს ეძლევა მონაცემების შეგროვება–ანალიზის, და შესაბამისად, მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების  შესაძლებლობა; შეიქმნა სკოლის ფინანსური ანგარიშგების სისტემა, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, სასკოლო კატალოგი, მონაცემთა საცავი და კალიფორნიის ლოს–ანჟელესის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩამოყალიბდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩს ხვდება1
საქართველოს პრეზიდენტი აბანოთუბანს ესტუმრა (VIDEO)2
ლევან ვარშალომიძე ნაპირდაცვის სამთავრობო კომისიას შეხვდა3
საქართველოს პატრიარქი თბილისს აკურთხებს4
ლილოში მომხდარი ინციდენტის გამო კომპანიის წარმომადგენლების დაკითხვა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X