საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მომავალი ნათლულების რეგისტრაცია დღეს, 31 მარტს იწყება.
მათ, ვისაც სურს შვილის ნათლია უწმინდესი იყოს, რეგისტრაცია 31 მარტს, 1-ელ და 2 აპრილს, ანჩისხატის ტაძრის ეზოში უნდა გაიარონ.
რეგისტრაციისთვის ოჯახს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობები, ბავშვის ფოტო, დაბადების, ქორწინებისა და ჯვრისწერის მოწმობები.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 11 000-მდე ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პატრიარქის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. ჩვილთა რიგით 22-ე, საყოველთაო ნათლობის თარიღი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.
Internet.ge