პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭება.
როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"-ს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დღის
წესრიგს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამატებენ.
არსებული ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი -
ლაზიკა ოთხ სხვადასხვა ზონას გააერთიანებს - საცხოვრებელ, დასასვენებელ და
რეკრეაციულ ზონებს, ასევე ტურისტულ და სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს.
ამასთან, ლაზიკაში იქნება განსაკუთრებული იურისდიქცია და ეკონომიკური
გარემო, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ლაზიკა
სიდიდით მეორე ქალაქი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ავტორი
პრეზიდენტი
მიხეილ
სააკაშვილია. ლაზიკასთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი, ერთი თვის წინ, პარლამენტმა
საკონსტიტუციო
ცვლილებების
კომისიის
შემადგენლობა
დაამტკიცა,
რომლის
წევრები
არიან
საპარლამენტო
უმრავლესობისა
და
ოპოზიციის
წარმომადგენლები,
ასევე
კონსტიტუციონალისტები.
ცვლილებებზე
მსჯელობა
ერთი
თვის
განმავლობაში,
ექსპერტებთან
ერთად
ქვეყნის
მასშტაბით
მიმდინარეობდა.
ამასთან, პროექტის
ინიცირება ერთი თვის წინ მოხდა და მას საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის ამოწურვამდე დაამტკიცებს.
Internet.ge