საქართველოს
კულტურისა
და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა
ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ხელოვნების ცენტრში სიტყვით
გამოვიდა, სადაც ქართულ
კინოზე ისაუბრა, რომელსაც წელს 100 წელიწადზე მეტი უსრულდება.
„საბჭოთა პერიოდშიც კი, რომელიც საქართველოში 70 წელიწადს გაგრძელდა, ქართული კინოინდუსტრია სიცოცხლისუნარიანი,
თვითმყოფადი
და განსხვავებული ფენომენი გახდა. კინოკრიტიკოსები
და კინომანები ერთხმად აღიარებდნენ, რომ საბჭოთა კავშირში ორი კინოსკოლა არსებობდა, ერთი საბჭოთა და მეორე ქართული.“ –
განაცხადა მისნიტრმა.
ნიკოლოზ რურუამ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას ქართულ ფილმ „მონანიების“ ყურებისაკენ მოუწოდა: „გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მონანიების შემდეგ „პერესტროიკა“ შეუქცევადი გახდა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი მძლავრი ეფექტის მქონე შეიძლება იყოს ხელოვნება.“
internet.ge