ივნისის მეორე
ნახევრიდან საქართველოში ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი. როგორც მონიტორინგისა და
პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, 16 ივნისიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის
ტემპერატურა 37-39 გრადუსს მიაღწევს, დასავლეთ
საქართველოში კი - 35 გრადუსს.
17-20 ივნისს,
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს; უმეტესს რაიონებში წვიმასაც
ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოში ქარია მოსალოდნელი - 20 მ/წმ სიჩქარით.
კახეთის ზოგიერთ რაიონებში შესაძლოა, სეტყვაც წამოვიდეს.
ამდროისთვის,
აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსია.
internet.ge