სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების ლიზინგს განახორციელებს
"შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სალიზინგო კომპანია სს "თიბისი ლიზინგს” შორის ურთიერთანამშრომლობის
ხელშეკრულება
გაფორმდა.
ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, სს "თიბისი ლიზინგთან” ერთად სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების ლიზინგის განხორციელებას იწყებს.
„აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ პირებს საშუალებას მისცემს გამოყოფილი საკრედიტო ხაზისა და მათთვის მისაღები პირობების გათვალისწინებით, შეიძინონ
სხვადასხვა
დასახელების
უახლესი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები, მოხმარების ძირითადი საშუალებები და ა.შ.“–
ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
აგრარულ
სექტორზე მორგებული სალიზინგო პირობები, შეღავათიან და დაბალსაპროცენტო
განაკვეთებს
ითვალისწინებს.
თითოეული პროექტის მიხედვით, ლიზინგის მოცულობა 300
000 აშშ. დოლარს არ აღემატება.
დღეისათვის
სალიზინგო
ოპერაციების
განხორციელებას
სს "თიბისი ლიზინგი” უზრუნველყოფს, მაგრამ მომავალში შესაძლებელი იქნება ქართულ ფინანსურ ბაზარზე არსებული სხვა სალიზინგო კომპანიებისა და მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების
ჩართულობაც
მოხდეს.
internet.ge