მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ მარნეულში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა ესწრებოდნენ. მათ
ისაუბრეს 3,5 მილიონ დოლარიან პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, მარნეულის ტერიტორიზე
არსებული 230 ტონა
ვადაგასული
პესტიციდები
უცხოეთში გავა გადასამუშავებლად.
"ეს არის ერთ-ერთი მეტად პრაქტიკული და საჭირო პროექტი. პირველად ხდება, რომ 230 ტონა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები ანუ იგივე ვადაგასული პესტიციდები გადის ევროპაში, სადაც გადამუშავდება. ამ შემთხვევაში ეს დამაბინძურებლები გავა მარნეულის ტერიტორიიდან. ცოტა ხნის წინ იყო აბსურდული აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა ვიღაცას სურს აქციოს ბირთვული ნარჩენების პოლიგონად. ეს არის სრული აბსურდი და დღევანდელი პროექტიც ამას ამტკიცებს, რომ ჩვენ გვინდა გავასუფთავოთ ჩვენი ქვეყანა ამ ორგანული დამაბინძურებლებისგან"-
განაცხადა
გოგა ხაჩიძემ.
პროექტის მიზანია პესტიციდების მიერ გარემოზე და ადამიანის
ჯანმრთელობაზე
უარყოფითი
ზეგავლენის
შემცირება.
ჩვენი პროექტი მზად არის, რომ უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება, რომ ეს ობიექტი გაიწმინდოს და მოხდეს ორგანული დამაბინძურებლების
უსაფრთხო გატანა" - განაცხადა ინიტა პაულოვიჩამ. შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ
პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური
გარემოსდაცვითი
ფონდის
(GEF) დაფინანსებით
ხორციელდება.
internet.ge