გარემოს
დაცვის სამინისტროში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც
დაიდო ხელშეკრულება გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „კავკასიის ბუნების ფონდს" შორის.
„ამ კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული
თანხა დაიხარჯება ბორჯომის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ეზოს კეთილმოწყობაზე,
რომ უფრო სასიამოვნო გახდეს მნახველისთვის ადგილი, საიდანაც იწყებს ტურისტი ეროვნული პარკის მონახულებას,"
- განაცხადა
გოგა ხაჩიძემ.
კავკასიის
ბუნების ფონდმა, ეროვნული პარკის ერთი წლის განამავლობაში მხარდასაჭერად
190 ათასი
ლარი გამოყო. თანხა ეროვნული პარკის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.
„ბორჯომი
არის ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული პარკი. აქ არის ბიომრავალფეროვნების
და ველური ბუნების წარმოუდგენელი დონე, რაც მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებას."
- განაცხადა
„კავკასიის
ბუნების ფონდს" აღმასრულებელმა
დირექტორმა დევიდ მორისონიმა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სატანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.
internet.ge