ჩინელმა არქეოლოგებმა ადამიანის
სიმაღლის 100-ზე მეტი ჯარისკაცის ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელიც გამომწვარი
თიხისგანაა დამზადებული. ისინი საუკუნის წინ დამარხეს, რათა ქვეყნის პირველი
იმპერატორის ცინ შიხუანდის საფლავი „დაეცვათ“.
შენსის პროვინციაში
მდებარე ქალაქ სიანში მიმდინარე გათხრების შედეგად არქეოლოგებმა 12 თიხის ცხენი და
ფერწერული ფარიც აღმოაჩინეს, რომელთა მსგავსი ნიმუშებიც მეცნიერებს მანამდე არ
შეხვედრიათ.
ჩინელი ექსპერტების
თქმით, გასაოცარია ის ფაქტი, რომ ქანდაკებები ასეთ კარგ მდგომარეობაშია
შემონახული.
internet.ge