ზაფხულის ტურისტული სეზონი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა
18:17 11.06.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა.
პროექტის სლოგანია "შემოიარე საქართველო“ და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება. შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე უძღვებოდა, "ზაფხულის ტურისტული კალენდარი“-ს პრეზენტაცია შედგა. კალენდარზე დატანილია 8 ივნისიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები. გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული კალენდარი შეიქმნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ადმინისტრაცია ამასთანავე უზრუნველყოფს კალენდარზე მითითებული ღონისძიებების განხორციელებას.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ახალი საიმიჯო კლიპის, "Summer in Georgia”-ს ჩვენება. აღნიშნული ვიდეო უცხოური ბაზრებისთვის მომზადდა და ის უკვე გადის საქართველოს მიზნობრივ ბაზრებზე (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბელორუსი, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი). ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებას მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|