GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართული მხარე მალაიზიაში, დაკავებული ქართველების ექსტრადირების საკითხს დააყენებს
13:55 31.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მალაიზიაში დაკავებული ქართველების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად საქართველოს დელეგაციის წევრები იმყოფებიან მალაიზიის ქალაქ კოტა კინაბალუში, სადაც იმყოფება დაკავებული ბაბუცა გორდაძე. ქართული მხარე შეხვედრებს გამართავს ბაბუცა გორდაძის ადვოკატთან და პროკურორებთან, რომლებსაც წარმოებაში აქვთ საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე.

პროკურატურის ინფორმაციით, კინაბალუში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულებენ ბაბუცა გორდაძეს და გაეცნობიან დაწესებულებაში ყოფნის პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ქალაქ კოტა კინაბალუში ვიზიტის შემდეგ საქართველოს დელეგაციის წევრები დაბრუნდებიან ქალაქ კუალა ლუმპურში, სადაც დაგეგმილია შეხვედრა მალაიზიის გენერალურ პროკურატურაში იმ უფლებამოსილ თანამდებობის პირებთან, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

უწყების ინფორმაციით, მალაიზიის გენერალურ პროკურატურაში ვიზიტის მიზანია ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეების შემდგომი სამართალწარმოების მიზნით საქართველოში გადმოგზავნის შესაძლებლობის განხილვა.

„საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმძიმესი სასჯელით – სიკვდილით აღარ დაისჯება. მალაიზიის სასამართლომ გაითვალისწინა ქართული მხარის მტკიცებულებები და პოზიცია, და 2012 წლის 30 მარტს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს ბრალი შეუმსუბუქა და სიკვდილით დასჯის ნაცვლად, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ამ დრომდე იმყოფება მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან“,- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მალაიზიელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და მტკიცებულებები დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. კუნძულ პინანგზე, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი, 2012 წლის 30 მარტს გაიმართა სისხლის სამართლის საქმის მორიგი სასამართლო მოსმენა, საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ სასამართლოს ამ სხდომას, სადაც მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა დარეჯან კოხტაშვილის ადვოკატს და პროკურორებს, რომლებსაც წარმოებაში აქვთ საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე. შეხვედრების მიმდინარეობისას ქართული მხარე გაეცნო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის გააჩნიათ მალაიზიელ სამართალდამცავ ორგანოებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. მათ საპატიმრო დაწესებულებაში დარეჯან კოხტაშვილიც მოინახულეს და გაეცნენ მისი დაწესებულებაში ყოფნის პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის დაკავების დღიდან საქართველოს ხელისუფლებას არ შეუჩერებია მცდელობა ხელთ არსებული ყველა საშუალებით – დიპლომატიური, სამართლებრივი, კოლეგიალური და პირადი არხების გამოყენების გზითაც, საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად. მალაიზიის სახელმწიფოში ნარკოტრაფიკის დანაშაულის ჩამდენს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მალაიზიური კანონმდებლობით უმძიმესი სასჯელი – სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით ემუქრება“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აშშ-ის 9 შტატში მენინგიტის იშვიათ სახეობას ებრძვიან1
ფოტორეპორტაჟი „აკვა-ლაზიკადან“2
კუბლაშვილი: ოპოზიციის შეფასებები რეალობას მოწყვეტილია3
ქუთაისში სამხედრო აღლუმის რეპეტიცია მიმდინარეობს4
ქართული მხარე მალაიზიაში, დაკავებული ქართველების ექსტრადირების საკითხს დააყენებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X