"ქომაგი"-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკითხეს პირები, რომლებმაც ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართეს
საქველმოქმედო
ფონდი
"ქომაგი"
ხელისუფლების
მხრიდან დაშინების მცდელობაზე საუბრობს და მიმართვას ავრცელებს.
„ქომაგში” ირწმუნებიან, რომ მოდულის შენობაში ის პირები
დაკითხეს, რომლებმაც ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართეს.
„9 ივნისს, შაბათს დაიწყო ამ მოქალაქეთა
მასიური დაბარება. მათი გადაყვანა მოდულის შენობაში მოხდა უყწყების ჩაბარებისთანავე, მუქარით და იძულებით. ამასთანავე, უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი, თუ
რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, უწყვეტად, ზოგ შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ გაურკვეველ და სტრესულ სიტუაციაში. დაკითხვის დროს, ხდებოდა პროვოკაციული კითხვების დასმა, რაც მიმართული იყო "ფონდი "ქომაგი"-ს დისკრედიტაციისკენ“,- ნათქვამია
განცხადებაში.
„ქომაგის“ წევრები სახალხო დამცველისგან
აღნიშნული საქმის გამოძიებასაც მოითხოვენ.
„მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედიასაშუალებებს.
მიგვაჩნია,
რომ ხელისუფლების ეს ქმედებები ემსახურება ხალხის დაშინებას.
"ფონდი ქომაგი", კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფონდის
მიზნები არის ღია და საჯარო, არ ემსახურება არც
ერთი
პოლიტიკური
პარტიის ინტერესებს და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ვაცხადებთ რომ ყველა ბრალდება, რომელიც გამოთქმული იქნება ხელისუფლების მიერ "ფონდი ქომაგი"-ს საქმიანობასთან დაკავშირებით, იქნება ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია ფონდის კეთილშობილური მიზნების წინააღმდეგ.
კიდევ
ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, დროულად მიიღოთ ზომები, რათა შეაჩეროთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეშად დარღვევის პროცესი",-
აცხადებენ საქველმოქმედო ფონდში.
Internet.ge