GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს
13:29 12.06.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს, დროებითი მოთავსების იზოლატორებში  პატიმრების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2012 წლის მაისში, მათმა რწმუნებულებმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს მანუჩარ ახვლედიანი, ირაკლი ჩანტლაძე და ირაკლი დუნდუა, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

„პატიმართა განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

სამივე პირი აღნიშნავდა, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული საკვები და არ მიეწოდათ თეთრეული. მათი გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დმი-ს თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. ახსნა-განმარტებებში მ.ახვლედიანი, ი.ჩანტლაძე და ი. დუნდუა მიუთითებენ, რომ მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი მათგანის განმარტებით თანამშრომლები ხშირად აბრახუნებდნენ საკნის კარზე, რომ პატიმარს არ მისცემოდა ძილის საშუალება და იგრძნობოდა ირონიული დამოკიდებულება. კანონით გათვალისწინებული ნივთების მოთხოვნისას, შესაბამისი მოხელეები დამცინავად პასუხობდნენ პატიმრებს და მიუთითებდნენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ხსენებული დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა ქმედებები შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციის შენობები, რომელმაც ეგვიპტელი ჟურნალისტი აღაფრთოვანა1
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს2
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა3
შსს-ს ორი თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა4
ბაჩო ახალაია: გადაბარების პროცესი მშვიდად რომ დასრულებულიყო ქვეყანა უნდა დამეტოვებინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X