შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ამბროლაურში მცხოვრებ
მურუსიძეების 5 სულიან ოჯახს ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა პირადად
გააცნო.
2012 წლის 1 სექტემბრიდან, 0-დან
5 წლის ჩათვლით, ყველა ბავშვი ახალ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩაერთვება.
მურუსიძეებს სამი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ორი სახელმწიფო სადაზღვევო პოლისებით
ისარგებლებს.
სამინისტროს მონაცემებით, სექტემბრიდან
დაახლოებით 1 800 000 მოქალაქე სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის მფლობელი იქნება, ამ
ციფრს ემატება კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა, რაც დაახლოებით 500 000 მოქალაქეს
შეადგენს.
ჭიაბერაშვილმა ამბროლაურში შპს
„მედიქალპარკ საქართველოს" კუთვნილი სამედიცინო ცენტრიც მოინახულა და
მედპერსონალს გაესაუბრა. 25 საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის
აღჭურვილი. მასში 76 ადამიანი, მათ შორის 34 ექიმი და 42 ექთანია დასაქმებული.
Internet.ge