თბილისში ტოტალიტარული რეჟიმის
სისასტიკის შესახებ გამოფენა გაიხსნა,
სახელწოდებით, „სტალინური სიები საქართველოზე“. მასზე ნამუშევრები
ფოტოებისა და დოკუმენტების სახითაა წარმოდგენილი.
გამოფენაზე დამთვალიერებელს
საშუალება ექნება, იხილოს 1937-38 წლების რეპრესიის ამსახველი უნიკალური მასალა.
აქამდე ეს ფოტოები და დაკუმენტები შსს-ის არქივში ინახებოდა და საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომი გოეთეს ინსტიტუტში გახდა.
ორგანიზატორთა განცხადებით, მათი
მიზანი საბჭოთა საქართველოში არსებული სახელმწიფო ტერორის ზოგადი სურათის ჩვენება
არ არის. მათ უბრალოდ სურთ, საზოგადოებას სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების
გადაწყვეტილებით რეპრესირებულ ადამიანთა მიმოწერა გააცნონ.
Internet.ge