GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გურჯაანში იუსტიციის სახლი პრეზიდენტმა გახსნა
15:18 12.06.2012
დღის სიახლეები

გურჯაანში დღეს, იუსტიციის სახლი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. საზეიმო ცერემონიაში  ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრებიც მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანელებს მათ ქალაქში იუსტიციის სახლის გახსნა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ქართულ რეფორმებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტად იუსტიციის სამინისტროს ბრენდი - იუსტიციის სახლები დაასახელა.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ზეიმი კონცერტით გაგრძელდა - იუსტიციის სახლის გახსნა გურჯაანელებს ზუმბამ მიულოცა.

გურჯაანის იუსტიციის სახლის მომხმარებლები სერვისცენტრში ყველა იმ მომსახურებას, 250-მდე სერვისს მიიღებენ, რომელსაც იუსტიციის სახლები აერთიანებს. აქვე იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი - ლიდერთა სახლიც.  სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდისათვის ახალგაზრდა ლიდერები მოსწავლეებს საინტერესო და მარავლფეროვან აქტივობებს იუსტიციის სახლის სივრცეში შესთავაზებენ. გურჯაანელი მოსწავლეებისთვის მოეწყობა სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებები, კინოჩვენებები, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები. იუსტიციის სახლი მასპინძლობას გაუწევს მრავალ საინტერესო ღონისძიებას.

გურჯაანის იუსტიციის სახლის პროექტი ქართველ არქიტექტორს ირაკლი შარაშიძეს ეკუთვნის. მისი მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ათ თვეში დასრულდა. შენობა სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის  სერვისები არა  მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო,  მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი  მომხმარებელთა  თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 2011 წლის 26 მაისს, ბათუმში გაიხსნა და ის თანამედროვე საქართველოს რეფორმებისა და აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა. იუსტიციის სახლის გამარტივებული სერვისებით სარგებლობა ბათუმში, რუსთავში, მესტიაში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც არის შესაძლებელი, დღეიდან კი მათ რიცხვს გურჯაანიც შეემატა. 2012 წლის ბოლომდე იუსტიციის სახლები ახალციხეში, თელავში, გორში, მარნეულსა და თბილისში გაიხსნება.

ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლები ათასამდე უცხოურმა დელეგაციამ დაათვალიერა. სულ რამდენიმე დღის წინ კი, აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტისას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება წარმატებული ქართული რეფორმა სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს - ამ პროცესში საქართველოს პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბელგიამ ევრო-1012-ს უკრაინაში პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა1
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო2
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 93
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა4
აფხაზეთში რუსეთის ბაზა 500 ტანკისტითა და არტილერისტით გაძლიერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X