თორნიკე კილანავა მეზღვაურების ქართული მხარისთვის გადმოცემის ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს
სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგგენელი თორნიკე კილანავა, აფხაზური მხარის მიერ, ქართველი მეზღვაურების ენგურის ხიდზე ქართული მხარისთვის გადმოცემის ფაქტს, არც ადასტურებს და არც უარყოფს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს თორნიკე კილანავამ განუცხადა, დღეს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ამ დროისათვის ის მეზღვაურების ადგილმდებარეობის შესახებ ინფომაციას არ ფლობს.
„ვერც დავადასტურებ მეზღვაურების გადმოცემის ფაქტს და ვერც უარვყოფ, რადგან ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს“,- განაცხადა კილანავამ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის პორტში ქართველი მეზღვაურები 2011 წლის მაისიდან იმყოფებოდნენ. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია "STARTLET SHIPPING ING”- ის კუთვნილ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. მათი ოჯახების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით შეიყვანეს.
Internet.ge