საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს, შიდაქართლის №6 სკოლაში იმყოფებოდა. პრემიერი ხაშურში
პირველკლასელთა გაკვეთილსაც დაესწრო.
მისი თქმით, სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე მეტად იაქტიურეს პრემიერის „facebook”- ის
გვერდზე.
გილაური მოსწავლეებს იმ სპორტდარბაზის რეაბილიტაციას დაჰპირდა, რომლის
ფოტოებიც სკოლის მოსწავლეებმა პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდზე ატვირთეს.
„მილენიუმის პროექტის ფარგლებში თქვენ სკოლას კაპიტალური რემონტი
ჩაუტარდება“,- განაცხადა გილაურმა.
საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, წლის ბოლოდან
სკოლების რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ამისთვის
პროგრამის მიხედვით 60 მილიონი ლარი უკვე გამოიყო.
Internet.ge