საქართველოს იუსტიციის სახლის მონაცემებით, მხოლოდ 12 ივნისს,
საქართველოში 222 ბავშვი დაიბადა, დარეგისტრირდა 92 ქორწინება, 194 კომპანია და
3322 უძრავი ქონება.
საქართველოს იუსტიციის სახლი აღნიშნულ მონაცემებს ყოველდღიურად
აქვეყნებს.
იგივე მაჩვენებელი შობადობის თვალსაზრისით გაცილებით მაღალია მიმდინარე წლის 11 ივნისს. სტატისტიკური მონაცემებით, 11 ივნისს
საქართველოში 404 ბავშვი დაიბადა, იქორწინა 100-მა წყვილმა, დარეგისტრირდა 191
კომპანია და 2732 უძრავი ქონება.
Internet.ge