კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს
ამბობს. ოპოზიციონერი ლიდერი 148 მილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დაუდასტურა.
ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რა იქნება 18
ივნისის შემდეგ, როდესაც ჯარიმის გადახდის შვიდდღიანი ვადა ამოიწურება.
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას აღსრულების ეროვნული
ბიუროს ხელმძღვანელი ნიკა მელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ უწყებაში არ მიდის
მსჯელობა დაუყადაღებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქონებას.
„ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით რა ზომებს
მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. გააჩნია სამართლებრივ საქმეს. დეტალები იქნება
შესამოწმებელი. რა თქმა უნდა, კანონით შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის
ქონებას დაედოს ყადაღა. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან კონკრეტული საქმე არ
არის. ამ საკითხზე მსჯელობაც იქნება მაშინ, როდესაც გვექნება წარმოებაში მიღებული
საქმე, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ“-აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს
ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის
საქალაქო სასამართლოს მიერ, 2012 წლის 11 ივნისს
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილი 148 მილიონი ლარით
დაჯარიმდა.
internet.ge