სტრასბურგის სასამართლოში, რუსეთის მიერ დეპორტირებულ ქართველთა
საქმეზე, არსებითი განხილვის ბოლო სხდომა დასრულდა.
როგორც სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა
ბურჯალიანმა განაცხადა, დღევანდელ მოსმენაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს
ახალი არაფერი წარმოუდგენიათ და უთქვამთ.
„რუსეთის ფედერაციას დღეს ახალი არაფერი უთქვამს, წინა პროცესზე
წარმოთქმული სიტყვა გაიმეორეს. მათი მთავარი ამოსავალი ხაზი კვლავ ის ფაქტია, რომ
საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა ის უწყება, რომელმაც დამადასტურებელი ფაქტები
მოაგროვა, არის ტყუილი. ასევე აღსაღნიშნავია ის, რომ თავად რუსეთის ფედერაცია უარს
ეუბნება სასამართლოს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენაზე“,- განაცხადა
ბურჯალიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს, ეთნიკური ნიშნით
ათობით ადამიანი ქვეყნიდან სატვირთო თვითმფრინავით გამოაძევა.
internet.ge